A A+

Zapisz się do newslettera

Wspieraj Fundację Inna Prestrzeń

Aktualności

One Caucasus (ერთიანი კავკასია) პროგრამა!

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია, სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის დეტალები.

კონკრეტული აქტივობების საბოლოო ვერსია შექმნილი იქნება ჩვენი ექსპერტების, ხელოვანი ადამიანების, მოხალისეებისა და მონაწილეების მიერ.

One Caucasus - ეს არის საერთაშორისო ფესტივალი და გრძელვადიანი საზღვრების თემასთან დაკავშირებული პროგრამა, რომლის მიზანია შეიქმნას კრეატიული და უსაფრთხო სივრცე ახალგაზრდა ადამიანების შეხვედრებისთვის კავკასიის რეგიონიდან. ადგილმდებარეობა : წერაქვი, მარნეულის რაიონი, ქვემო ქართლის რეგიონი, საქართველო, კავკასია, ევრაზია.

1) One Caucasus ფესტივალი , 28-31 აგვისტო, წერაქვი
ყურადღება! დასწრება და საცხოვრებო სივრცე (საკარვო ზონა) უფასოა

ა) ძირითადი ღონისძიებები
4 საფესტივალო დღის განმავლობაში One Caucasus სცენა უმასპინძლებს ახალ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს :

  • CLIVE BROWN (დიდი ბრიტანეთი/იამაიკა) და პირველი კავკასიური გუნდი (კავკასია)
  • JULIAN CHAMBERS (დიდი ბრიტანეთი/იამაიკა/ბარბადოსი) + MARNELI ( საქართველო)
  • PAKO SARR (სენეგალი) + გორდელა (საქართველო)
  • VOŁOSI (პოლონეთი) + ჩვენებურები ( საქართველო)
  • NATURAL BORN LOVERS (საქართველო) + ჯაზ/ბლუზ მუსიკოსები რეგიონიდან ( კავკასია)
  • FOLKNERY (უკრაინა) + კავკასიის ფოლკ/რეგი (კავკასია)


ბ) One Caucasus ადგილობრივი ღონისძიებები

ქალაქში, სახელად ,,არც ისე სრულყოფილი ქალაქი ჩვენი ოცნებებისთვის“ – The One Caucasus Town (რომელიც აშენდება უშუალოდ ერთიანი კავკასიის პროგრამის მონაწილეების მიერ!), მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებიც მოცემულია ქვემოთ:

  • Pansodan Gallery Embassy - ნამდვილი კუთხე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე კულტურისა - მოიცავს რა მხატვრულ პრეზენტაციებს, გამოფენებს, ვორქშოპებს და ე.წ. Rangoon სტილის კაფეს - რომელსაც კურირებას გაუწევს Aung Soe Ming (ბირმა) - ანიმატორი, მწერალი და პირველი დამოუკიდებელი არტ გალერეის დამფუძნებელი რანგუნში, ბირმა.
  • მუსიკალური სივრცეები - იგი მოიცავს ვორქშოპებს, ჯემ სეიშენებს და მედიტაციას მუსიკის საშუალებით, მას კურირებას გაუწევს Vardan Harutyunyan (სომხეთი) - თუ ხართ მუსიკოსი და გსურთ შემოგვიერთდეთ, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს მეილზე Ten adres pocztowy jest chroniony przed spamowaniem. Aby go zobaczyć, konieczne jest włączenie w przeglądarce obsługi JavaScript.  
  • დამიანის უფლებების დაცვის კუთხე - კუთხე, რომელიც შექმნილია ლეგენდარული ადგილობრივი ჯგუფის წევრების მიერ Amnesty International USA #133 - Rick Roth & Pam Ikegami (აშშ) - რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ვორქშოპს თემაზე თუ როგორ შეიძლება ჩავერთოთ ადამიანის უფლებების კუთხით არაპოლიტიკურ აქციებსა თუ საკითხებში.
  • არაფორმალური კინო სივრცე - მარტივი დიზაინის მქონე, შესაბამისი კონსტრუქციით, ფუნქციონალური კინო სივრცე გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას უყუროთ შთამაგონებელ, კრეატიულ კინო და ვიდეო ვორქშოპებს პროგრამის მანძილზე. ერთ-ერთ ასეთ კინო ვორქშოპს მოგვაწვდის Transformers (სომხეთი)
  • საბავშვო სივრცე - აღნიშნული სივრცე მოიცავს აქტივობებს, რომელიც გულისხმობს ინგლისური ენის მხიარული კუთხით შესწავლას, მას კურირებას გაუწევს Chemtai Yegon (კენია), ასევე მასში ჩართულნი იქნებიან Anna Bera (პოლონეთი) და სხვა მრავალი პროფესიონალი.
  • ადამიანები მარნეულის რაიონიდან - ეს სივრცე განკუთვნილია ფოტო გამოფენისთვის, რომელიც მოიცავს ადგილობრივი, მარნეულის რაიონში მცხოვრები ადამიანების ფოტო პორტრეტებს. გადაღებული Jahangir Youssif -ის მიერ (აზერბაიჯანი)
  • ...და ბევრი ასეთი სივრცე თუ აქტივობები, რომელსაც ფესტივალი გთავაზობთ თქვენ --- შემოგვიერთდით ! შექმენი ჩვენთან ერთად ახალი სივრცე !!!


2) One Caucasus მოსამზადებელი აქტივობები!
25 აგვისტოდან
- :
აგვისტოს ბოლო კვირა დაეთმობა შემდეგი სახის ღონისძიებებს -

  • პირველი აფრო-კარიბული ვოკალური ვორქშოპი, რომელსაც წარუძღვება დირიჟორი ლეგენდარული ვოკალური გუნდისა Clive Brown (დიდი ბრიტანეთი/იამაიკა) - თუ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ სიმღერა - მაშინ შეუერთდით ამ თავგადასავალს 26-28 აგვისტოს, რეგისტრაცია შესაძლებელია სატელეფონო ზარით ნომერზე +995599506657 (რეგისტრაციის ღირებულებაა 30 ლარი)
  • რეპორტაჟისა და ფოტო რეპორტაჟის ვორქშოპი - კონკრეტულ აქტივობას წარუძღვება Witold Szabłowski (პოლონეთი) და Jahangir Youssif (აზერბაიჯანი) – 25-31 აგვისტო - იგი მოიცავს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას კონკრეტულ სფეროში და მათ შორის ფესტივალის ყოველდღიური საგაზეთო გუნდის შექმნას საფესტივალო დღეების განმავლობაში. თუ გსურთ შემოგვიერთდეთ, გამოგზავნეთ მეილი ელექტრონულ მისამართზე Ten adres pocztowy jest chroniony przed spamowaniem. Aby go zobaczyć, konieczne jest włączenie w przeglądarce obsługi JavaScript., მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე : +995577288712


3) One Caucasus საერთაშორისო მოხალისეობრივი პროგრამა,
11-31 აგვისტო
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამაში (რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ მონაწილეს 20-ზე მეტი ქვეყნიდან), რომელიც გულისხმობს ერთიანი კავკასიის ქალაქის შექმნას წერაქვში, მთელი რიგი დაგეგმილი აქტივობებისა და ინიციატივების საშუალებით. პროგრამა მოიცავს :

  • One Caucasus მიმოხილვა - ადგილობრივი თემისთვის დოკუმენტური ფილმის ვორქშოპებში მონაწილეობა - მას წარუძღვება Dmytro Tiazhlov და Ella Shtyka (უკრაინა) ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტური ფილმების გადამღები ჯგუფი უკრაინიდან; ისინი იმუშავებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან სოფლებში, მარნეულის რეგიონში, რათა შექმნან საბოლოოდ დოკუმენტური ფილმი მათ შესახებ. ინიციატივა განხორციელდება სომხურ ჯგუფთან (Transformers) თანამშრომლობით.
  • One Caucasus - ქალაქის დაგეგმარება - არქიტექტორული ვორქშოპები იქნება მიმართული ქალაქის დაგეგმარებისთვის, რომელსაც წარუძღვება საერთაშორისო ჯგუფი; ეს ჯგუფი დამატებით აერთიანებს არქიტექტორ ლევან ასაბაშვილს (საქართველო) და Ughur Giyasi (აზერბაიჯანი) მათ შორის ჩაერთვებიან გრძელვადიანი მოხასილეობრივი პროგრამის მონაწილეები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
  • ანიმაციის ხელოვნება - მთელი რიგი სერიები კონკრეტული გაწერილი პროგრამისა დაეთმობა ანიმაციურ ფილმს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მარნეულიდან, რომელსაც წარუძღვება Lude Reno (მარტინიკა - საფრანგეთის კუნძული კარიბის ზღვაში/საფრანგეთი)
  • ინგლისური ენის აქტივობების სერია ადგილობრივი ბავშვებისთვის და ახალგზარდებისთვის, მას წარმართავს Chemtai Yegon (კენია)
  • დიზაინი და კრეატიული აღჭურვილობა One Caucasus (ერთიანი კავკასიის) ქალაქისთვის - ადგილობრივი ხელოვანები პოლონელი დიზაინერისა და პროდიუსერის Anna Bera-თან თანამშრომლობით.
  • .. და კიდევ მრავალი საინტერესო რამ ..


ერთი სიტყვით, სადაც უნდა იყო ამჟამად - შემოგვიერთდი წერაქვში, ერთიანი კავკასიისთვის!

  • წამოიღე საკუთარი კარავი ან დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე +995599857250 რათა დაგაბინაოთ ჩვენ!
  • მონაწილეები, რომლებიც ჩერდებიან მარნეულში ან მოდიან წითელი ხიდისა და სადახლოს გავლით მოგამარაგებთ უფასო ავტობუსებით წერაქვის მიმართულებით და უკან, ფესტივალის მიმდინარეობის მანძილზე.
  • მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული:

www.facebook.com/OneCaucasus
www.youtube.com/OneCaucasus